ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შუხუთი-აცანას 5 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე ლიპყინულის გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორი დღის მანძილზე აკრძალული იყო.
ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.