11 სექტემბერი 2026,   08:14
ვრცლად
მუხურა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მუხურა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვებია.

მერიის ინფორმაციით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტით გადაადგილება თავისუფალია, ხოლო დაბალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, შეზღუდული.

გზა გაწმენდილია და ტექნიკური მარილიც დაიყარა. წუხელ აღნიშნულ მონაკვეთზე მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ, მიზეზი არასათანადოდ აღჭურვილი ავტომობილი იყო, რამაც გზაზე სხვა ავტომობილების გადაადგილება გარკვეული პერიოდით შეაფერხა.  

ტყიბულში ამ დროისთვის არ თოვს, პრობლემებს დაბალი ტემპერატურა ქმნის.

დღის ამბები