11 სექტემბერი 2026,   07:10
ვრცლად
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არამოსამართლე წევრები, კლანურ მმართველობასა და კონსტიტუციური უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

კლანურ მმართველობასა და კონსტიტუციური უფლებების დარღვევაზე საუბრობენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები.

მათი თქმით, იუსტიციის სკოლაში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრების პროცესი უკვე დაიწყო თუმცა პროცესს საბჭოს არამოსამართლე წევრები არ დასწრებიან.

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ამბობენ, რომ მათ გასაუბრების შესახებ ინფორმაცია დაუმალეს.

არამოსამართლე წევრების ბრალდებებს იუსტიციის საბჭოში სიცრუეს უწოდებენ და ამბობენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სკოლის მსმენელთა გასაუბრების პროცესს მონიტორინგს სახალხო დამცველის წარმომადგენელი უწევს, ხოლო გასაუბრების თარიღი ყველასათვის წინასწარ იყო ცნობილი.

დღის ამბები