11 სექტემბერი 2026,   07:01
ვრცლად
თუ სხდომა არ ჩატარდება, გავმართავთ აქციებს და გზებს გადავკეტავთ - "ცენტრ პოინტის" დაზარალებულები მსჯავრდებულებისთვის პატიმრობის გახანგრძლივებას ითხოვენ

"ცენტრ პოინტის" დაზარალებულებმა, სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გამართეს. ისინი პროცესის გადადებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს უკვე ძალიან ხშირად ხდება, რადგან ადვოკატები ადვოკატების უპასუხისმგებლოდ იქცევიან. 

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით, დამნაშავეების საპროცესო შეთანხმებით გამოშვებას, იქამდე სანამ სამშენებლო სამუშაოები არ დაიწყება. პროცესის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, სრულიად შემთხვევით გავიგეთ, რომ სასამართლო ძალიან ბანალური მიზეზით გადაიდო. თურმე სხდომის თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე ტრენინგებზე იმყოფება," - განაცხადა დაზარალებულმა, მარიამ ჩიმაკაძემ. 

დაზარალებულების განცხადებით, თუკი სხდომა არ ჩატარდება, ისინი აქციებს გამართავენ და გზებს გადაკეტავენ. 

"შეხვედრას ვითხოვთ, როგორც ბიძინა ივანიშვილთან, ასევე კახა კალაძესთან. ასევე, თუ სხდომა არ ჩატარდება, გავმართავთ აქციებს და გზებს გადავკეტავთ. სხდომის გაცდენის მიზეზია დაუსრულებელი ავადმყოფობა," - განაცხადა დაზარალებულმა, შორენა მეფარიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულებს უკვე წლებია სააპელაციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებულებისთვის პატიმრობის გახანგრძლივებას ითხოვენ. ამასთანავე, მათი მოთხოვნაა, მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმება არ შედგეს.

დღის ამბები