11 სექტემბერი 2026,   01:02
ვრცლად
უგულავას საქმეში დარღვევებს შევისწავლით და დასკვნას უცხოელ პარტნიორებსაც გავაცნობთ - ლევან თარხნიშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის წევრები დღეს გიგი უგულავას საქმეზე იმსჯელებენ. ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის ფორმატში მოხდება. 

პარტია "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის ლევან თარხნიშვილის თქმით, კომისია გიგი უგულავას საქმეს შეისწავლის და დარღვევების შესახებ დასკვნას ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის უცხოელ პარტნიორებს მიაწვდის.

"დღეს შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი, ე.წ. კომისია. ეს კომისია შეიქმნა დიდი ფორმატის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ფარგლებში და მისი ამოცანაა შეისწავლოს ადამიანის უფლებების დარღვევები, პოლიტიკური დევნის ფაქტები, პოლიტპატიმრების საქმეები, შეაგროვოს ეს ინფორმაცია და მიაწოდოს ის ჩვენს პარტნიორებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. დღევანდელი შეხვედრა დაეთმობა გიგი უგულავას ბოლო შემთხვევას, აქ გასარკვევი ბევრი არაფერია," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

დღის ამბები