23 სექტემბერი 2020,   03:51
ვრცლად
ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე სილამაზის სალონი "მილანო" გატეხეს

ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე სილამაზის სალონი "მილანო" გატეხეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. სალონის მფლობელის მელანია გვენეტაძის თქმით, დილით კარი გატეხილი დახვდათ. წაღებულია რამდენიმე ხელსაწყო. მისი თქმით, სალონში თანხა დატოვებული არ ქონდათ. ადგილზე პოლიცია ამ წუთებშიც მუშაობს, დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები