აჭარის მაღალმთიანეთში აღარ თოვს, თუმცა კვლავ პრობლემებია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში გზების სრულად გაწმენდას დღის ბოლომდე ვარაუდობენ. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ორხიდიანი ტრანსპორტით.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ნადიმ ვასაძის ინფორმაციით, ელექტროენერგია უკვე ყველა სოფელს მიეწოდება.
"ინტენსიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების გაწმენდა. გუშინ, დღის განმავლობაში, რამდენიმე სოფელში დაფიქსირდა ზვავიც, თუმცა შესაბამისი ტექნიკით გზები გაიწმინდა. დღის მეორე ნახევრამდე დასრულდება ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების გაწმენდა და დაიწყება შიდა საუბნე გზების გაწმენდა. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ყველა სოფელს სრულად მიეწოდება დენი,"-განაცხადა ნადიმ ვასაძემ.