26 აპრილი 2024,   19:29
ვრცლად
რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს "7 ნოემბრის საქმე", ის ვერ განაპირობებს მერაბიშვილის ახლიდან დაპატიმრებას - ადვოკატი

7 ნოემბრის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაშიც კი ვანო მერაბიშვილს პატიმრობა აღარ მოუწევს. აღნიშნული განცხადება მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა გააკეთა. ადვოკატის თქმით, ვანო მერაბიშვილმა იმ პერიოდის საქმეებზე უკვე მოიხადა 6 წელი და 9 თვე სასჯელი და ამ შემთხვევაში შთანთქმის პრინციპი იმოქმედებს:

"ერთი საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს გახლავთ 7 ნოემბრის საქმე, მე არაერთხელ აღვნიშნე და გავიმეორებ ახლა კიდევ, რომ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს აღნიშნული საქმის განხილვა, ის ვერ განაპირობებს ვერანაირად მერაბიშვილის ახლიდან დაპატიმრებას იმ მარტივი მიზეზი გამო, რომ ივანიშვილს უკვე მოხდილი აქვს 6 წელი და 9 თვე, ამაზე მეტს იმ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენიც რომ დადგეს, ექნება შთანთქმის პრინციპი, ვინაიდან ამ პერიოდის საქმეებზე მან მოიხადა 6 წელი და 9 თვე," - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

შეგახსენებთ, 6 წელი და 9 თვე პატიმრობის შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხე 20 თებერვალს დილის 10 საათზე დატოვა.

დღის ამბები