18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
კობი-გუდაურის გზა ისევ ჩაკეტილია, მძღოლები საკვები მარაგის ამოწურვაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ

კობი-გუდაურის გზა ჩაკეტილია. მიზეზი ზვავსაშიშროებაა. საზღვრისკენ მიმავალ გზაზე უკვე ორი დღეა მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგია.

შეზღუდვა ვრცელდება როგორც ტრაილერებზე ასევე მსუბუქ მანქანებზე. უამინდობის გამო შესაბამისი სამსახურები ვერც გაწმენდით სამუშაოებს იწყებენ.

ზვავსაშიშროების გამო გზაზე ჩარჩენილი მძღოლების თქმით, ახლოს მაღაზიებიც არ არის და საკვები მარაგი უკვე ამოეწურათ, ისინი დახმარებას ითხოვენ.

დღის ამბები