11 სექტემბერი 2026,   04:25
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირები არხის დირექტორთან კოლექტიური დავის შესახებ დოკუმენტს შეიტანს

აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირები დღეს არხის დირექტორთან კოლექტიური დავის შესახებ დოკუმენტს შეიტანს.

პროფკავშირების ხელმძღვანელის მალხაზ რეხვიაშვილის ინფორმაციით, დოკუმენტში გაწერილია ჟურნალისტების მოთხოვნები. კერძოდ, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, მაუწყებლის განვითარების სტრატეგიული გეგმა, შრომითი უფლებები და სტატუს-კვოს აღდგენა.

მალხაზ რეხვიაშვილის განმარტებით, სწორედ დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დაიწყება იმ ვადის ათვლა, რომელიც მენეჯმენტთან მოლაპარაკებებს ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოლექტიური გაფიცვა დაიწყება.

დღის ამბები