17 მაისი 2024,   12:42
ვრცლად
მოპედის მოპარვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - დანაშაული 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

სამართალდამცველებმა მოპედის ქურდობის ბრალდებით 1981 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს - შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მაქსიმ გორკის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ჭ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ მოპარული და გადამალული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
 
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
დღის ამბები