რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც COVID-19-თან დაკავშირებით საკარანტინო სივრცეა შექმნილი, ამ დროისთვის 22 პაციენტია, მათგან 3 კლინიკას დღესვე დატოვებს. ამის შესახებ განცხადება რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ გააკეთა:
"რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება დაკვირვების ქვეშ 22 მოქალაქე, ერთი მოქალაქე დღეს გაეწერა ბინაზე და კიდევ 3 დღესვე დატოვებს კლინიკას. ყველა პაციენტი, რომელიც დაკვირვების ქვეშ იმყოფება არის შემოწმებული და თითოეულ მათგანს აქვს დასკვნა, რომ არ არიან ვირუსმატარებლები. 2 არის აზერბაიჯანის მოქალაქე დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები," - განაცხადა გოფოძემ.