18 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 5 ახალი პაციენტი შეიყვანეს

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 5 ახალი პაციენტი შეიყვანეს, ამის შესახებ განცხადება ინფექციურ საავადმყოფოსთან ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ გააკეთა. მისი თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ისევ უცვლელი რჩება და 3-ია. რაც შეეხება ამ მომენტისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში პაციენტების რაოდენობას, იქ 28 ადამიანი იმყოფება.

"ჯერჯერობით, რაც ჩატარდა გამოკვლევა, გარდა დაფიქსირებული 3-ისა, დადებითი არცერთი არ ყოფილა. ყველას პასუხი არის უარყოფითი,"- განაცხადა ენდელაძემ.

მისი თქმით, ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში 11 პაციენტის ანალიზია გადაგზავნილი, რომელზეც პასუხი, სავარაუდოდ, შუაღამით იქნება.

ენდელაძის თქმით, 3 პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი აქვთ დადასტურებული, დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები