08 სექტემბერი 2026,   20:16
ვრცლად
მილანი-ქუთაისის რეისით გვიან ღამით 20-მდე მგზავრი ჩამოვიდა - კორონავირუსის სიმპტომი არცერთ მგზავრს არ დაუფიქსირდა

აიკრძალება, თუ არა ფრენები იტალიიდან - ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობას ჯერ არ მიუღია. თუმცა კორონავირუსის მაქსიმალური პრევენციისთვის საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს.

მანამდე კი ქვეყნიდან, სადაც ჩინეთის შემდეგ ვირუსით სიკვდილიანობა კვლავ ყველაზე მაღალია მორიგი ფრენა შესრულდა. მილანი-ქუთაისის რეისმა საქართველოში მგზავრები გვიან ღამით ჩამოიყვანა.

20-მდე პირი აეროპორტში მედპერსონალმა შეამოწმა - გაუზომეს ტემპერატურა და ჩაიწერეს მონაცემები. მედპერსონალის წარმომადგენლის თქმით​კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არცერთ მგზავრს არ დაუფიქსირდა.

დღის ამბები