ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ორი კვირით ყველანაირი პაემნები შეუჩერდათ. დროებით აიკრძალა მსჯავრდებულებისთვის ციხის სხვადასახვა მიზეზით დატოვებაც. ამ პერიოდის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესული პირები საპყრობილეში მყოფი სხვა ადამიანებისგან განცალკევებით მოთავსდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს:
"სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოსცა ბრძანება 2020 წლის 5-დან 19 მარტის ჩათვლით პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღებასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით
სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით
დატოვების უფლება.
ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების
გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება.
დაბოლოს, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშემოსული ბრალდებული/მსჯავრდებული განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/
მსჯავრდებულებისგან განცალკევებით,"- ნათქვამია განცხადებაში.