18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ფემიციდის შემთხვევები - არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტებს რეკომენდაციებს აძლევენ

რა როლი აქვს და როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ფემიციდის შემთხვევები - არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს პრობლემაზე საუბრობენ და ჟურნალისტებს რეკომენდაციებს აძლევენ. 

ფემიციდი არის დანაშაული, რომელსაც თან ახლავს განმეორებით ჩადენის რისკი, აქედან გამომდინარე, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ სტანდარტებზე, რომლებიც ჟურნალისტმა აუცილებლად უნდა დაიცვას. 

ქალთა უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ დანაშაულის გაშუქება პირდაპირ ეთერში არ უნდა ხდებოდეს, ჟურნალისტმა არ უნდა აღწეროს პროცესი და საზოგადოებას არ უნდა აჩვენოს დანაშაულის ჩადენის იარაღი. 

არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მედიასაშუალება მათ მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ დაიცავს, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულები მოხდეს. 

მესამე სექტორი კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტმა არ უნდა გამოიყენოს მომზადებულ მასალაში დანაშაულის ჩამდენი პირის დადებითი შეფასება. 

დღის ამბები