საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბოქსირებულ პალატაში მყოფ მეორე პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი გვიან ღამით მოვიდა. ამჟამად საჩხერის კლინიკაში ორი ადამიანი იმყოფება. მათგან ერთს კორონავირუსი დადასტურებული აქვს.
სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სათანადო მკურნალობა უტარდებათ. ორივე პაციენტს კონტაქტი ქონდათ უცხოელებთან, თავად კი საზღვარგარეთ არ ყოფილან.
"ამ დროისათვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში იმყოფება ორი ახალგაზრდა მამაკაცი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მოთავსებული არიან ინფექციური განყოფილების ბოქსირებულ პალატებში. რეგულარულად მიმდინარეობს მათზე სამედიცინო მონიტორინგი," - განაცხადა საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ.