11 სექტემბერი 2026,   08:14
ვრცლად
ზუგდიდში ავტოპარკის განახლებამდე, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძღოლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაპზე მათთვის გეგმა არ შეიცვლება და ძველი სისტემით იმუშავებენ.

სწორედ ყოველდღიური გეგმის გაზრდას აპროტესტებდნენ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები. მათი თქმით, შემცირებული მგზავრთნაკადის გამო ისინი არათუ გაზრდილ, არამედ უკვე არსებულ გეგმას ვერ აკმაყოფილებენ.

ზუგდიდის მერის თქმით, იგეგმება 25 ახალი ავტობუსის დამატება, რის შემდეგაც გადახდა ბარათით მოხდება და მძღოლებს ფიქსირებული ხელფასი ექნებათ, შესაბამისად არც გეგმაზე იქნებიან დამოკიდებული.

 

დღის ამბები