21 მაისი 2024,   04:41
ვრცლად
გურიაში ხანძრის ქრობის პროცესში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საზღვრის პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო. დაკვამლიანება 10 ჰექტარზეა გავრცელებული და ხანძრის 2 კერაა დარჩენილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. უკვე შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია გურიის, აჭარისა და იმერეთის რეგიონების 120 მეხანძრე-მაშველი.

დღის ამბები