11 სექტემბერი 2026,   05:12
ვრცლად
ნიკა გვარამიას საქმეზე ამ წუთებში ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან

ნიკა გვარამიას საქმეზე ამ წუთებში ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. დაცვის მხარის თქმით, როგორც სხვა დანარჩენ პროცესებზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები ამ საქმეში ნიკა გვარამიას ბრალეულობას ვერ დაადასტურებენ. პროცესს ნიკა გვარამია არ ესწრება.

"პირები, რომლებიც ამ სტატუსით დაიკითხნენ სასამართლოში, არათუ ადასტურებენ ნიკა გვარამიას ბრალეულობას, არამედ ადასტურებდნენ იმას, რომ ეს არის კლასიკური მაგალითი პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური მოტივაციით განხორციელებული დევნის, რადგან აქამდე გამოკითხულმა ყველა მოწმემ გამორიცხა პროკურატურის ვერსია დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით," - განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.

აღნიშნულ საქმეზე მორიგი პროცესი 11 მარტს გაიმართება.

დღის ამბები