17 მაისი 2024,   13:13
ვრცლად
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, ჭრილობები მას დანით აქვს მიყენებული.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი და ექიმის თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჭრილობა მამაკაცს მარცხენა მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაწყებულია გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დაკავებულია.

"ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა ამჟამად არის საშუალო სიმძიმის, მას ჭრილობა გულმკერდის მარცხენა მხარეში აღენიშნება, რომელიც სავარაუდოდ მიყენებულია ბასრი დანით," - აცხადებს ქირურგი პაპუნა შონია. 

დღის ამბები