08 სექტემბერი 2026,   16:06
ვრცლად
ნინო წილოსანი ღარიბაშვილზე: ხშირად გვინახავს, რომ ადამიანები, როდესაც რაღაც გარკვეულ შეცდომას ჩადიან, შემდგომში ცდილობენ, გუნდი დააზიანონ - თუ ახლა ამ პროცესს აქვს ადგილი, გულისწყვეტით შევაფასებდი ამ ყველაფერს

"ხშირად გვინახავს, რომ ადამიანები, როდესაც რაღაც გარკვეულ შეცდომას ჩადიან, შემდგომში ცდილობენ, რომ პირიქით, გუნდი დააზიანონ და თუ ახლა ამ პროცესს აქვს ადგილი, ნამდვილად გულისწყვეტით შევაფასებდი ამ ყველაფერს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

საუბარია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე. გამოკითხვები მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება. ამ დრომდე, გამოკითხულია 10 პირი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, საქმის სამართლებრივ დეტალებს არ იცნობს და ჯორბენაძესთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან გაიგო.

"ფაქტია, რომ თავად ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გავიგეთ, თურმე, "ასავალ-დასავალში" გარკვეულწილად შეკვეთილი და მიზანმიმართული სტატიები რომ იდებოდა. თუმცა, თუ ამის შემდგომ დავაკვირდებით და მივაქცევთ ყურადღებას, ნამდვილად არაფერზე დაყრდნობით წერდნენ ისეთ რაღაც პოლიტიკურ პროგნოზებს, რომელიც შეიძლება არაფერს არანაირად არ უკავშირდებოდეს. მით უფრო, რომ საუბარი ჰქონდათ ადამიანზე, რომელსაც თავისით ჰქონდა აღიარებული ბრალი და მისი პოლიტიკაში დაბრუნება ალბათ წარმოუდგენელი იყო. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ "ასავალ-დასავალი" გახდა იმ მტკნარი სიცრუის გავრცელების წყარო, რომელიც დავით გარეჯთან დაკავშირებით იყო. ჩვენ ვნახეთ ის ჩანაწერი, სადაც პირი, რომელიც დავით გარეჯთან დაკავშირებით სრულიად მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, არაფერზე დაყრდნობით, არანაირი ლოგიკით და უკვე მტკიცებულებებზე აღარც არის საუბარი, ამტკიცებს სრულიად წარმოუდგენელ აბსურდს. ხშირად გვინახავს, რომ ადამიანები, როდესაც რაღაც გარკვეულ შეცდომას ჩადიან, შემდგომში ცდილობენ, რომ პირიქით, გუნდი დააზიანონ და თუ ახლა ამ პროცესს აქვს ადგილი, ნამდვილად გულისწყვეტით შევაფასებდი ამ ყველაფერს", - აცხადებს ნინო წილოსანი.

 

დღის ამბები