გიორგი რურუას საქმეს განიხილავენ საქალაქო სასამართლოში. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
დაცვის მხარე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ გიორგი რურუას დანაშაული არ ჩაუდენია და ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება.
იარაღი კი, რომლის ტარებასაც რურუას ედავებიან, მას სამართალდამცავებმა ჩაუდეს.
გიორგი რურუა ერთ-ერთია იმ პატიმრებს შორის, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს.