18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
მარტში გრიპის ვირუსზე მიმართვიანობა გაზრდილია - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარე თვეში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაზრდილია. აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გამყრელიძის თქმით, ყველა რეკომენდაცია, რასაც ცენტრი იძლევა კორონავირუსთან დაკავშირებით, ვრცელდება გრიპის ვირუსზეც.

"მარტის თვეში შედარებით მომატებულია მიმართვიანობა გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებებთან დაკავშირებით, ასევე მომატებულია მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. არის დაახლოებით 2-4%-ით მატება, მაგრამ ეს მაინც საყურადღებოა, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ გრიპის ძლიერი ტალღა არ მივიღოთ. ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით კორონავირუსთან დაკავშირებით, ვრცელდება გრიპის ვირუსზეც: დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, პირბადეების ხმარება, თუ ვართ ინფიცირებულ ადამიანთან შესაბამისი საშუალებების ხმარება, ხელების ხშირი დაბანა და ასე შემდეგ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები