18 სექტემბერი 2026,   01:22
ვრცლად
8 წითელი ბარათი - მატჩი "გრემიოსა" და "ინტერნასიონალს" შორის ხელჩართული ჩხუბით დასრულდა

ლიბერტადორესის თასზე ბრაზილიური კლუბების "გრემიოსა" და "ინტერნასიონალს" შეხვედრა მასობრივი ჩხუბით დასრულდა.

85-ე წუთზე მინდორზე დაცემულ ფეხბურთელს სტუმრების გუნდის მოთამაშემ ფეხი ჰკრა, რამაც კონფლიქტი გამოიწვია.

ხელჩართულ ჩხუბში ფეხბურთელების გარდა, მონაწილეობა მწვრთნელებმაც მიიღეს. მსაჯები დაახლოებით 10 წუთი ცდილობდნენ სიტუაციის განეიტრალებას. მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს 8 წითელი ბარათი უჩვენა.

დღის ამბები