18 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
მეუფე ანდრიას წინამძღოლობით სასულიერო პირებმა გორის ქუჩები აკურთხეს

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იქადაგა. მან ზიარების არსი და წესი დეტალურად განმარტა.

მეუფე ანდრიამ მრევლს კურთხევა მისცა, დაავადებული ადამიანებისთვის ილოცონ. როგორც ქადაგებისას მეუფე ანდრიამ აღნიშნა, ასაკოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ვირუსის გავრცელების მხრივ, რისკჯგუფებში მოიაზრებიან. მათ დასახმარებლად გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ახალგაზრდა სტიქაროსნებს კურთხევა მისცა, შექმნან ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც მოხუც ან ავადმყოფ ადამიანებს საჭიროების მიხედვით დაეხმარებიან.

დღესვე მეუფე ანდრიას წინამძღოლობით სასულიერო პირებმა გორი მოიარეს და ქუჩები აკურთხეს.

დღის ამბები