08 სექტემბერი 2026,   18:50
ვრცლად
წყალტუბოს საკარანტინო ზონაში 103-ს, ხოლო საირმეში 44 ადამიანს აკვირდებიან

წყალტუბოს საკარანტინო ზონაში, ამ დროისთვის, 103 ადამიანია მოთავსებული. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემოწმება უტარდებათ. მოქალაქეები სანატორიუმში აეროპორტიდან გადაიყვანეს, ხოლო რამდენიმე მათგანი კი კარანტინში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო მიიყვანეს.  ისინი სანატორიუმს ორ კვირაში დატოვებენ.

ახალი საკარანტინო ზონა მოეწყო საირმეში. წუხელ, სასტუმროში მარსელის რეისით ჩამოფრენილი 35 მოქალაქე შეიყვანეს. მათ აეროპორტში შემოწმება გაიარეს და ვირუსისითვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღმოაჩნდათ.

დღეს დილით, საირმის საკარანტინე ზონაში, დამატებით 9 პაციენტი შეიყვანეს, რომლებიც ქვეყანაში ბრიუსელის რეისით ჩამოფრინდნენ.

დღის ამბები