ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ჯერ მიკროავტობუსს, შემდეგ კი ორივე ინერციით "მერსედესის" მარკის ავტომობილს შეეჯახნენ.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში ბავშვებიც იმყოფებოდნენ. დაშავებულები ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაიწყო.