18 ნოემბერი 2024,   16:15
ვრცლად
ფოთისა და ხობის ეპარქიაში ერთჯერადი ჭიქით სიტკბოების მიღება ნებაყოფლობითი იქნება

სამსაათიანი მსჯელობის შემდეგ ფოთისა და ხობის ეპარქიამ 7 პუნქტიან შეთანხმებას მიღწია. შეხვედრას, რომელსაც მეუფე გრიგოლი ხელმძღვანელობდა, ეპარქიაში შემავალი ყველა სასულიერო პირი ესწრებოდა.

გადაწყვეტილების მიხედვით, ზიარების წესი არ იცვლება და მრევლი კვლავ საერთო კოვზით ეზიარება. "კოვიდ 19"-ის წინააღდეგ ეპარქიაში არც ზიარების შემდეგი წესი შეცვლილა, სასულიერო პირები ამბობენ, რომ ერთჯერადი ჭიქით სიტკბოების მიღება ნებაყოფლობითი იქნება.

დღეიდან, ფოთისა და ხობის ეპარქიაში ყველა ტაძარი დადგენილი წესით სადეზინფექციო ხსნარებით გაიწმინდება. ეპარქიის მმართველს კითხვის ნიშნები ჰქონდა ქიმიური ხსნარების გამოყენებასთან დაკავშირებით, ამიტომ საეპარქიო კრების ნაწილს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

საეპარქიო კრების დანიშვნის აუცილებლობაზე საუბარი მეუფე გრიგოლმა მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და ზიარების შემდგომი წესის შესახებ ეკლესიებს ახალი რეკომენდაცია გააცნო. მეუფე გრიგოლი ამ საკითხის სინოდის სხდომაზე განხილვის მომხრეა, იგივე აზრს იზიარებს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტიც

ეკლესიის სახელით საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადება მიუღებელია თეოლოგებისთვის. მათი თქმით, რელიგიური წესების შეცვლის გადაწყვეტილება მხოლოდ სინოდის პრეროგატივაა. 

ისევ უცნობია, როგორ მოხდება​ კორონავირუსის პირობებში აღდგომის დღესასწაულის და მარხვის პერიოდში იმ რელიგიური ღონისძიებების აღნიშვნა. წმინდა სინოდის მოწვევის და რიტუალების შეცვლის გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უნდა მიიღოს.

დღის ამბები