გასული ღამის განმავლობაში თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის არავის მიუმართავს. კლინიკაში ამ დროისთვის კვლავ 46 პაციენტია მოთავსებული. ოფიციალურად გამოჯანმრთელებული პაციენტის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 33 პირი რჩება. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შედარებით საყურადღებოა 2 პაციენტის მდგომარეობა.
ქვეყნის მასშტაბით გაზრდილია კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა და ის 1000 გასცდა. გაიზარდა საკარანტინო პერიოდიც
"ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად რჩება, არცერთის მდგომარეობა არ გაუარესებულა,"- განაცხადა ინფექციური ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.