იმერეთის საკარანტინო ზონებში 205 მოქალაქეა მოთავსებული. რეგიონის მასშტაბით სამი საკარანტინო ზონაა გახსნილი. ამ დროის მონაცემებით, საჩხერეში 31 მოქალაქეა გადაყვანილი, საირმეში 54, წყალტუბოში კი 120. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე პირი, შესაძლოა, მალე თვითიზოლაციაში გადავიდეს. ამასთან, იცვლება იზოლაციის დამრღვევ პირთა, რაოდენობა, რომლებიც პოლიციის ძალით კარანტინში გადაჰყავთ.
"170 ადამიანია იმერეთში თვითიზოლაციის რეჟიმში, თუკი აფიქსირებენ ჩვენი ეპიდემიოლოგები თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევას, ისინი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აყენებენ საქმის კურსში შესაბამის უწყებებს და შსს-ს წარმომადგენლებს," - განაცხადა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგაძემ.