18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ბიზნესის ნაწილმა გამოთქვა სურვილი დაეხმაროს სახელმწიფოს და საზოგადოებას - პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში ბიზნესის ნაწილმა სახელმწიფოს დახმარება შესთავაზა. მისივე თქმით, კომუნიკაციისთვის შეიქმნება სპეციალური პლატფორმა და პროცესს სათავეში ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი ჩაუდგება.

 "აღმოჩნდნენ ადამიანები, ვინც მზად არიან გვერდში დაუდგენ სახელმწიფოს და საზოგადოებას და საზოგადოებრივი სიკეთე მივიღოთ ყველამ ერთად. ძალიან ბევრი ბიზნესი გამოეხმაურა ამ ვითარებას და, შესაბამისად, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მათი საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სერვისები შემოგვთავაზონ და დაახმარონ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს, ისე საზოგადოებას. ამიტომაც, შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, კომუნიკაციის შესაძლებლობა, სადაც ყველას ექნება საშუალება იმისა, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რითი არიან მზად მოხალისეობრივად გვერდით დაუდგნენ სახელმწიფოს და საზოგადოებას. ამის კოორდინაციას მოახდენს ბიზნესომბუდსმენი ბატონი მიხეილ დაუშვილი და ვთვლით, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი და კარგი წამოწყება,"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები