ლარსზე, წითელ ხიდსა და სარფში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
"მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე, ლარსში, წითელ ხიდზე და სარფთან სიახლოვეს მოეწყოს დამატებითი საკარანტინე შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება," – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.