საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია განთავსებულია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის არის ერთი გამოჯანმრთელებული, რომელიც კლინიკიდან რამდენიმე დღის წინ გაწერეს.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 259 მოქალაქე.