08 სექტემბერი 2026,   09:17
ვრცლად
კორონავირუსის ერთი დადასტურებული შემთხვევა ესპანეთიდან არის შემოტანილი - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი:

"დღეისთვის საქართველოში 47 შემთხვევა დასტურდება, აქედან ერთი ახალი ჩვენი ცენტრის არის, გუშინ ჩვენთან 21 ტესტი ჩატარდა პაციენტებზე, ერთთან მივიღეთ დადებითი, დანარჩენთან უარყოფითი.  ეს არის შემოტანილი შემთხვევა ისევ და ესპანეთია. ეს პირი იყო თვითიზოლაციაში, მისი კონტაქტები ცნობილია, როგორც ყოველთვის ამ კონტაქტების კვლევა და იზოლაცია გრძელდება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები