18 სექტემბერი 2026,   01:23
ვრცლად
კორონავირუსის გამო 2020 წლის რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი აღარ გაიმართება

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გლობალური პანდემიის გამო, 2020 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი აღარ გაიმართება. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოლაპარაკებები იტალიის რაგბის კავშირთან და საორგანიზაციო კომიტეტთან.

28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, ტურნირისთვის სწორედ იტალიას უნდა ემასპინძლა. თამაშები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში იყო დაგეგმილი, სადაც ვირუსი განსაკუთრებულად მძვინვარებს. განიხილებოდა ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანის შესაძლებლობაც, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით შეზღუდული ფრენების ფონზე, ორგანიზაციული საკითხების დროულად მოგვარება ვერ ხერხდება.

დღის ამბები