კორონავირუისის ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთი იმერეთში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც საჩხერეში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ადასტურებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე. მისი ინფორმაციით, პაციენტი მათთან წუხელ გვიან შეიყვანეს.
ამ დროისთვის საჩხერეში ვირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი იმყოფება.