08 სექტემბერი 2026,   10:04
ვრცლად
მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება - ლევან რატიანი

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო, თუმცა COVID-19-ზე ტესტირება დროულად ჩაუტარდა.

რაც შეეხება დანარჩენ 5 პაციენტს, რომლებიც ასევე მოთავსებული არიან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ყველა მათგანთან დადასტურებულია COVID-19-ის ინფექცია, ხოლო რამდენიმე მათგანს გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის პათოლოგია აღენიშნება.

"დანარჩენი 5 პაციენტიც იმყოფებიან ჩვენს კლინიკაში. ყველასთან ვერიფიცირებულია COV-19. ზოგადი მონაცემები ამ ეტაპზე მათიც მძიმეა, ვინაიდან ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, ყველა მათგანთან დასტურდება მწვავე პნევმონია დაბურული ფილტვის სიმპტომით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპამდე მათი ზოგადი მდგომარეობა რჩება მძიმე, საყურადღებო, მაგრამ მართვადი.

რამდენიმე ქალბატონს, რომელიც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, არიან სომატურად დამძიმებული, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით. თქვენ კარგად იცით, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული მონაცემებით, პირველი გართულება ეს არის გართულება კლინიკური გამოვლინებების, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, არის არტერიული გიპერტენზია და გულის უკმარისობა.

რაც შეეხება ქალბატონს, რომელიც გადმოვიდა გუშინ მარნეულიდან, მოგეხსენებათ, რომ ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა მისი სომატური პათოლოგიიდან გამომდინარე იყო მძიმე და როგორც ანამნეზიდან ირკვევა და წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ქალბატონი შესულია აღნიშნულ კლინიკაში 18 რიცხვში, სადაც პირველივე დღეს დაუდგინდა მწვავე პნევმონია, ეტაპობრივად დინამიკაში მდგომარეობა, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ეპიდანამნეზი COVID-19-თან ინფიცირების კავშირი არ იყო წარმოდგენილი. დინამიკაში მდგომარეობის დამძიმების შედეგად ეჭვი იქნა მიტანილი COVID-19-ის ინფექციის არსებობაზე, ჩატარდა ტესტირება, დადასტურდა, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში დამძიმდა და პაციენტი გადაყვანილ იქნა აპარატზე.

პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, იყო დაგვიანებული და არა ტესტირება. მოგეხსენებათ, რომ ქრონიკული პაციენტები, რომლებსაც გააჩნია ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და ანამნეზი, დატვირთული გულ-სისხლ-ძარღვთა სიტემის პათოლოგიის მხრივ, უნდა მიმართონ ექიმს.

რაც შეეხება თუ ვის უნდა მიეყვანა, თვითონ უნდა მისულიყო, ან ოჯახის წევრს უნდა მოეყვანა, თუ აღმოაჩინა ერთ-ერთი სიმპტომი სუნთქვის გაძნელება, ტემპერატურული რეაქცია, ასეთმა პაციენტებმა უნდა მიმართონ უახლოეს კლინიკებს," - განაცხადა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა.

დღის ამბები