ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ამბობს, რომ საკვებ პროდუქტებზე რეგიონში დეფიციტი არ არის და არც იქნება.
"მშვიდი ვითარებაა, თუმცა მე კიდევ მოვუწოდებ ყველას, რომ კიდევ უფრო მეტად შეზღუდონ გადაადგილება და კომუნიკაცია.
ყველა ორგანიზებული სასურსათო ვაჭრობის ქსელები დატვირთულია პროდუქტებით და შესაბამისად, პროდუქტების დეფიციტი არც არის და არც იქნება. ამასთან, ტერიტორიაზე უკონტროლოდ შესვლა და გამოსვლა გამორიცხულია," - აცხადებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.