ოზურგეთში ავტოსადგური და სამარშრუტო ტაქსების სხვა სადგომები ცარიელია. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი უკვე მეორე დღეა აღარ მოძრაობს.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე ამბობს, სამარშრუტო ტაქსებზე მოთხოვნა იმდენად შემცირდა, რომ მძღოლებმა მუშაობა თავად შეწყვიტეს.
რაც შეეხება შიდა ტრანსპორტს, ოზურგეთში მოძრაობა მთავრობის რეგულაციის თანახმად მანამდე აიკრძალა.