11 სექტემბერი 2026,   04:34
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით შვიდი პაციენტია მოთავსებული

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით 7 პაციენტია მოთავსებული. მათ ანალიზები უკვე აუღეს და პასუხებს ელოდებიან.

ერთის მდგომარეობა რთულია, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. ერთი კი არასრულწლოვანია. მათი ნაწილი კლინიკაში თვითდინებით, ნაწილი კი კარანტინიდან შევიდა. ყველა მათგანს მოგზაურობა, ან მოგზაურობაში მყოფ პირთან შეხების ისტორია აქვს.

საჩხერის საკარანტინო სივრცეში კი, მარნეულის 30 მკვიდრი შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის თქმით, მათ ნაწილს ტემპერატურა აღენიშნება.

აღნიშნულ პირებს დაინფიცირებულ მარნეულელ ქალთან კონტაქტი არ ჰქონიათ. იმერეთის საკარანტინო ზონებში სულ 429 მოქალაქეა მოთავსებული.

დღის ამბები