16 აპრილი 2024,   10:12
ვრცლად
COVID 19-ით ინფიცირებული 25 წლის ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

COVID-19-ით ინფიცირებული, 25 წლის ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ბოლნისიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს, დამაკმაყოფილებელია. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ფეხმძიმეებისთვის სეზონური გრიპი გაცილებით სახიფათოა, ვიდრე COVID-19.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, მძიმე რჩება ამავე კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული 62 და 80 წლის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისივე თქმით, ახლადდაბადებული ბავშვის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. ის ინფიცირებული არ არის.

საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ COVID-19-ის ანალიზზე 11 პაციენტის პასუხს ელოდებიან.

დღის ამბები