იდეით იწყება - სრულდება კონკრეტული შედეგით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა. 2 თვის განმავლობაში, სტუდენტებმა საკუთარ პროექტებსა და ბიზნეს მოდელებზე იმუშავეს, საკუთარი ნამუშევრები კი პრეზენტაციაზე წარადგინეს. საზაფხულო ბანაკი შემაჯამებელი ღონისძიებით დასრულდა.
პროექტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. მიმდინარე წელს საზაფხულო სკოლაში 40 ახალგაზრდა მონაწილეობდა. რამდენიმეკვირიანი პროგრამა მოიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სწავლებებს.
გუნდური მუშაობა, ბიზნეს მოდელის შემუშავება, პროექტის განვითარება - სტუდენტები საზაფხულო სკოლაში ერთ კონკრეტულ პროფესიას არ ეუფლებიან. ბანაკის მიზანია მონაწილეებმა საკუთარი იდეა რეალურ სტარტაპად აქციონ.
ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან ფუნქციონირებს. პროგრამაში მონაწილეობა უკვე მიიღო 200-ზე მეტმა სტუდენტმა.