18 აპრილი 2024,   17:35
ვრცლად
თექვსმეტ წელს მიუღწეველ გოგონასთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მარნეულის რაიონული პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ი.კ. დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის ივლისში მარნეულის მუნიციპალიტეტში ი.კ.-მ წინასწარი შეცნობით, თექვსმეტ წელს მიუღწეველ გოგონასთან გარყვნილი ქმედება განახორციელა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ი.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დღის ამბები