ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და გიორგი წოწკოლაურმა ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს შეხვდნენ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სოფლის ექიმებს 46 კომპიუტერი გადასცა, რათა მათ შეძლონ ონლაინ კონსულტაციები პაციენტებთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პირველადი ჯანდაცვის რგოლის აქტიურ ჩართულობას კორონავირუსთან ბრძოლაში. ახალი კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისა და მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის მოდელი პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისთვის უკვე ცნობილია.
თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევა ექვემდებარება ჩვეულებრივ, სტანდარტულ, სიმპტომურ მკურნალობას და მისი მართვისთვის განსაკუთრებული პირობები საჭირო არ არის. თუმცა მძიმე შემთხვევებში, მნიშვნელოვანია პაციენტის დროული გადამისამართება შესაბამის დაწესებულებაში.