საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა. ცოტა ხნის წინ. კიდევ ერთით გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით სულ 86 ფაქტია რეგისტრირებული.
პაციენტი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, მოთავსებულია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმყოფილებელია. ის შუახნის მამაკაცია, რომელსაც სავარაუდოდ, კონტაქტი ჰქონდა უცხოელ მოქალაქეებთან.
ლევან რატიანი ამბობს, რომ კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებო.
"ინფიცირებული COVID-19-ით დაემატა ერთი პაციენტი და ჩვენს კლინიკაში უკვე მე-15. მინდა გითხრათ, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით, გამოვლინდა "დაბურული მინის" სინდრომი, რაც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი.
რაც შეეხება ძველ პაციენტებს, დინამიკაში მათი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკით არ შეცვლილა. იცით, რომ გვყავს კრიტიკულ დეპარტამენტში ორი რეანიმაციული პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. რაც შეეხება დანარჩენ 13 პაციენტს, მათი მდგომარეობა სტაბილურია,“ - აცხადებს თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი.