8 წლიანი ლოდინის შემდეგ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მცხოვრებ კონუნ იუსუბოვასა და ასიფ გარაევის ოჯახს, შვილი სწორედ საკარანტინე რეჟიმის დროს შეეძინათ.
ორსულ ქალს, საგანგებო ვითარების გამოცხადების პერიოდში, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, რის გამოც იგი, სამშობიარო სახლ "ჰერაში" გადაიყვანეს.
დღენაკლულ ჩვილს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენა დედაზე მეტხანს მოუწია. ვინაიდან, გარაევების ოჯახი, მკაცრი საკარანტინო წესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ვერ დატოვებს.
სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობით, მშობლებს ჩვილი, წითელი ზონის მთავარ ბლოკ-პოსტთან, სამშობიარო სახლის წარმომადგენლებმა პირადად მიუყვანეს.