ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი ადამიანი მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებულის, 67 წლის მამაკაცის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სტაბილურია ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოყვანილი პაციენტის - შუახნის ქალის მდგომარეობა.
რაც შეეხება სამ პირს, რომელიც ინფიცირებული სპორტსმენის უშუალო კონტაქტია, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ და ისინი ანაკლიის საკარანტინო ზონაში დააბრუნეს. მხარის რწმუნებული ინფორმაციით, მათ განმეორებით ანალიზებს ჩაუტარებენ.