18 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
ქუთაისში კორონავირუსი კიდევ 2 პაციენტს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი  კიდევ ორ პაციენტს დაუდასტურდა.  პაციენტები კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით გუშინ შევიდნენ.

ექიმ თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ერთი მათგანი დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტია, მეორე კი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მცხოვრები, რომელსაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

სავარაუდოდ, ეს შიდა გავრცელების შემთხვევაა. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში  რვა პაციენტი მკურნალობს. აქედან სამის დაინფიცირების პირველწყარო უცნობია, ეპიდემიოლოგები სამივე შემთხვევას და მათ კონტაქტებს იკვლევენ

დღის ამბები