ბათუმში covid-19-ის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა მათგანი იმ სამოცი წლის ქალის კლასტერს უკავშირდება, რომელსაც ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. ამ ეტაპზე ინფიცირებულის 37 კონტაქტია ცნობილი, ამათგან 16 პირს ჩაუტარდა გამოკვლევა და 5-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ახალ ინფიცირებულებს შორის ორი ოჯახის წევრია, ერთი 60 წლის ქალის შვილია, მეორე კი მამა, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს. დანარჩენი სამი პირი ქობულეთში, მშობლების სამეზობლოდან არიან, ვისთანაც 60 წლის ქალს კონტაქტი ჰქონდა. ინფიცირებული სწორედ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა მშობლებთან .
კონტაქტების მოძიება ეპიდემიოლოგების მიერ ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ასევე ზუსტდება მედიკოსთა ვინაობაც, ვისთანაც ხუთ ახალ ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი ვიდრე მათ ვირუსი დაუდასტურდებოდათ.
ბოლო მონაცემებით ბათუმში, კლინიკა "მედალფა"-ში 14 ინფიცირებულია მოთავსებული